დიანა იანსეს ავღანური დღიურები
,,ჩემი გულის ერთ ნაწილს აქ ვტოვებ...“
ამ წიგნის შესახებ პირველად მაშინ გავიგე, როდესაც რუსთავი2-ზე, ერთ-ერთ გადაცემაში, დათო ტურაშვილმა წარადგინა იგი. ესაა ისტორია,რომელიც მოგვითხრობს შვედი- დიანა იანსეს მიერ გატარებულ წლებზე ავღანეთში. დიანა თავისი ნება-სურვილით მიემგზავრება ამ ქვეყანაში, როგორც შვედეთის სამეფოს საელჩოს წარმომადგენელი. როგორც თავად ავტორი ამბობს:
,,ეს წიგნი ნაწილობრივ რეპორტაჟების კრებულია-დღიური. ჩემი ჩანაწერები ნამდვილია და ნამდვილი ადამიანების ისტორიებს გიამბობთ... ჩემი მიზანი იმის გადმოცემაა, რასაც თავად ვხედავდი, განვიცდიდი, მესმოდა, ვგრძნობდი, ვფიქრობდი...“
,,ეს წიგნი ნაწილობრივ რეპორტაჟების კრებულია-დღიური. ჩემი ჩანაწერები ნამდვილია და ნამდვილი ადამიანების ისტორიებს გიამბობთ... ჩემი მიზანი იმის გადმოცემაა, რასაც თავად ვხედავდი, განვიცდიდი, მესმოდა, ვგრძნობდი, ვფიქრობდი...“
სიუჟეტი 2004-2006 წლებში ვითარდება. ავღანეთი, ეს უძველესი ქვეყანა, თანამედროვე მსოფლიოს განვითარების კუთხით ბევრად ჩამორჩება, იქ არ არის ისეთი გზები, სასტუმროები, სკოლები, საავადმყოფოები, როგორებიც სხვა ბევრ სახელმწიფოში ჩვეულებრივი ამბავია. ბევრი პარალელი შეიძლება გავავლოთ 90-იან წლებისსაქართველოსთან, სწორედ ამიტომ, შესაძლებელია,ზოგიერთი აქ აღწერილი ეპიზოდი, ქართველი მკითხველისათვის ძალიან ნაცნობი აღმოჩნდეს.
რაც მართლა ნიშანდობლივია და ალბათ, რაზეც უფრო მეტ ყურადღებას ქალი მთხრობელი გამახვილებდა, ესაა ავღანელი ქალების ყოფა, ისინი ხშირ შემთხვევაში უუფლებო არსებებად გვევლინებიან და ბევრჯერ რელიგიური, თუ სხვადასხვა ტრადიციული შეხედულებების გამო დაჩაგვრის ობიექტებს წარმოადგენენ.
ჩემი აზრით, ამ წიგნის მთავარი გზავნილი ისაა, რომ ჩვენ, ადამიანებმა, რომლებიც მშვიდ გარემოში ვცხოვრობთ, არ გვენატრება საჭმელი, სასმელი, მყუდრო სახლი და ა.შ. ვიგრძნოთ, თუ რაოდენ ბედნიერები ვართ, რადგან 21-ე საუკუნეშიც კი, არსებობენ ხალხები, რომლებიც შიშის, ტერორის, გაჭირვების, შიმშილის მსხვერპლნი ხდებიან და ოცნებობენ მშვიდ გარემოში ცხოვრებაზე, ოჯახის შექმნაზე, განათლების მიღებაზე და ადამიანურად სიკვდილზე...


0 comments:
Post a Comment