Friday, June 15, 2012
ეს არის ჩვენი გამარჯვება!

დასასრულია? ანუ შედეგების დროა...
როცა პროექტი იწყებოდა არ ვიცოდით როგორ, მაგრამ ვიცოდით რატომ უნდა შეგვეყვარებინა საზოგადოებისათვის წიგნი.
მართალია, მიზანი არა წიგნის სიყვარული, არამედ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პიარი იყო, მაგრამ მეორე გამომდინარეობს პირველიდან.
და აი პირველი მიღწეულია!
ისინი სულ რამდენიმე არიან, თუმცა თითოეულს ასევე ყავს მეგობრები, იმათ კიდევ თავისი მეგობრები და ასე დაუსრულებლად. წიგნები კი ხელიდან ხელში გადადიან. აზრები იცვლება, ინტერესი ჩნდება, საჩუქრების არჩევა მარტივდება ^^, წიგნის ყიდვის სურვილი ჩნდება და.... ყველა გზას ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში მივყავართ.
წიგნის კითხვა ყველგან და ყოველთვის შეიძლება, თუმცა ალბათ არა სემინარებსა და ლექციებზე. ჩვენთვის კი ერთმანეთისგან არ განსხვავდება ოთახი და ავტობუსი, მერხი, კიბე, ჰამაკი და მაგიდა მთავარია წიგნი გვქონდეს. ამ ბოლოს დროს კი აშკარად იკლო „წიგნიერის“ წევრების წიგნების რაოდენობამ. რატომ? იმიტომ რომ სხვებს მათი წაკითხვა უნდა და ჩვენ ვერც კი გვამჩნევენ როცა ერთმანეთს ეუბნებიან: „ამას რომ წაიკითხავ, მერე მე მომეცი“, „ახლა მე მათხოვეთ“.

დაე ნუ შეგვამჩნევენ, ოღონდ წაიკითხონ :დ
საბოლოო შედეგი ის არის რომ: „წიგნიერის ერთ წევრს 2 ივნისს დაბადების დღე ჰქონდა, საჩუქრად სამი სხვადასხვა მეგობრისგან, სამი სხვადასხვა წიგნი მიიღო, თუმცა სამივე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის. იმ სამიდან კი ხელში მხოლოდ მარი ბექაურის „ელექტროთაობა“ შერჩა. და აქვე: ყოფილი იუბილარი მოითხოვს, სასწრაფოდ დაუბრუნდეს თავისი წიგნები: ორჰან ფამუქის „თოვლი“ და აკა მორჩილაძის „სანტა-ესპერანსა“

0 comments:

Post a Comment

 
;