Friday, June 15, 2012

ეშმაკი და სინიორიტა ეკა

იყო და არა იყო რა...  ღვთის უკეთესი რა იქნებოდა...
იყო გოგონა სახელად ეკა. ცხოვრებაში ორ რამეში არ გაუმართლა: პირველი, მაღლივში რომ ჩაირიცხა და მეორე, მაღლივში, რომ სალომე გაიცნო. აბა სალომესგან კარგს რას უნდა ელოდე?!  შხამის, ნერვების მოშლისა და შენიშვნების გარდა (მართალია სალომე ამტკიცებს საყვარელი ვარო, მაგრაააამ...).
თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს და აი გამოჩნდა სალომე ეკას წიგნიერ ცხოვრებაში. დახურა ყველა რუსული, მაგარყდიანი წიგნი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის გზა ასწავლა.

მართალია მათი აზრები პაულო კოელიოზე არ ემთხვევა, მაგრამ ეგ არაფერი. ოდესმე ის დღეც მოვა, ეკას რომ დავურეკავთ წიგნებს სურათები გადაუღე პოსტისთვის გვჭირდებაო და კოელიოს ნაცვლად წინ ფოლკნერს და გოლდინს გადმოწევს.^^
პრინციპში რა აზრი აქვს სურათს რომელს გადაუღებს, მთავარია რომ წაკითხული აქვს.

სანამ ეკა მაღლივშია (და არამარტო) მის ცხოვრებაში იქნება სალომე და არ მოაკლებს „ხმაურსა და მძვინვარებას“                               

0 comments:

Post a Comment

 
;