Monday, May 21, 2012

წიგნიერის დღიურები

     გუნდის ერთ წევრს აინტერესებდა წიგნიავღანური დღიურები”, აინტერესებდა და წაიკითხა. რომ წაიკითხა ავტორით დაინტერესდა. დაინტერესდა და შეხვდა.
რა? სად? როდის?
რა? – წიგნ-ავღანური დღიურებისპრეზენტაცია,, საუბარია ავღანეთსა და ახალ დიპლომატიაზე.
სად? _ სამეცნიერო ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში.
როდის? – 21 მაისს 5 საათზე.
    სიტუაცია დარბაზში : წიგნის ავტორი და საქართველოში შვედეთის ელჩი დიანა იანსე, ბევრი განათლებული პიროვნება, და სამი სტუდენტი
საინტერესო შეხვედრა იყო წიგნზე საუბარი თანდათან გლობალურ საკითხებზე მსჯელობაში გადაიზარდა, ყველა ყურადღებით უსმენდა ელჩს, იყო კითხვა-პასუხი, მხოლოდ სამ სტუდენტს ეტყობოდა მოუსვენრობა…..
აი რა ხდებოდა:
მართალია, თავიდანვე იმ მიზნით მივედით, რომ წიგნზე და პროექტზე გვესაუბრა, მაგრამ მალე ნათელი გახდა რომსხვაგანმოვხვდით. გადავწყვიტეთ არ დავნებებულიყავით, კითხვებიც დავუსვით:
პირველი დიანას ის ვკითხეთ, აპირებდა, თუ არა უკან დაბრუნებას ავღანეთში, ქვეყანაში, სადაც ,,საკუთარი გულის ერთი ნაწილი დატოვა“. კითხვაზე ავტორმა დარწმუნებით გვიპასუხა, რომ ის აუცილებლად ეწვეოდა ქვეყანას ისევ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ინფორმაციით ავღანეთში სიტუაცია დიანას წამოსვლის შემდეგ გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესებულა.
     კითხვაზე თუ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველომ დიანა იანსეზე, ელჩმა გვიპასუხა, რომ მას ძალიან შეუყვარდა ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი. ,,ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა, სადაც ოდესმე მიმუშავია“-აღნიშნა მან. ავტორმა გაიხსენა 1996 წელი, როდესაც ტურისტის სტატუსით ეწვია საქართველოს.. უშუქობა და სიცივე, რამაც განსაკუთრებით შეაწუხა მიუხედავად იმისა, რომ შვედეთში სიცივე უცხო ხილი არა არის. დიანამ კონტრასტულად განიხილა მაშინდელი და დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა და აღნიშნა, რომ ჩვენმა ქვეყანამ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა განვითარების თვალსაზრისით. ელჩი საქართველოში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებსაც შეეხო და თავისი ქვეყნის პოზიცია და მხარდაჭერა ნათლად გამოხატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ზუსტი პასუხი ვერ გაგვცა, თუ როდის გადაიჭრებოდა ,,ქართული კონფლიქტის ზონების“ პრობლემა... 
    შესაფერის მომენტს ვეძებდით, რომ საუბარი წიგნზე, წიგნებზე და გამომცემლობაზე გადაგვეტანა, თუმცა.. როცა იმედი გადაგვეწურა და ვიფიქრეთ, რომ დღევანდელი დღის ერთადერთი შედეგი ავტოგრაფით დამშვენებულიავღანური დღიურები და გლობალური საკითხების მიმოხილვა იქნებოდა, სწორედ ამ დროს გაისმა სანატრელი სიტყვებიბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”…..
ვინ თქვა? თავად იანა იანსემეს სწორედ ის წუთი იყო, რომლის დაკარგვაც არ შეიძლებოდა დააყაყანდაკიდეც 3 სტუდენტი, მოვუყევით პროექტის შესახებდა მისი ღიმილით მივხვდით, რომ კმაყოფილი დარჩა პროექტით და ჩვენი სტუმრობით.
აი რა თქვა მან: ,,როცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს რომ ჩემი წიგნის გამოცემა უნდოდათ, პირველი გავიფიქრეwhy”, ნუთუ ქართველებისთვის ავღანური ამბები საინტერესო, ან ახლო იქნებოდა?“ (ეტყობა მაშინ კარგად არ იცნობდა ჩვენს ქვეყანას J)
    საღამოს ლოგიკური დასასრული ქონდა: წიგნი ავტოგრაფით და სამახსოვრო ფოტოები.
ესეც წიგნიერის დღიურების კიდევ ერთი ფურცელი.

1 comments:

ლიკა ჩაფიძე said...

ძალიან გვიან, პრაქტიკულად ერთი საათით ადრე გავიგე ამ შეხვედრის შესახებ და ვერ მოვედი... ახლა გული დამწყდა.. იმედია კარგი საღამო იყო და მიხარია თუ წიგნიც მოგწონთ :)

Post a Comment

 
;